26 სექტემბერი 2026, 12:04
პუტინი: უკრაინა პირველი იყო, ვინც რუსულ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, სავაჭრო გემებსა და არასამხედრო ობიექტებზე დარტყმები დაიწყო
მსოფლიო

ვლადიმერ პუტინი
ფოტო: TASS
გაზიარება
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინა პირველი იყო, ვინც რუსულ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, სავაჭრო გემებსა და არასამხედრო ობიექტებზე დარტყმები დაიწყო და ახლა საპასუხო დარტყმები უნდა იგრძნოს.
პუტინის თქმით, რუსეთი მზად იყო არჩევნების შემდეგ კიევთან მოლაპარაკების გასაახლებლად, რასაც ხელი მოსკოვზე უკრაინის თავდასხმებმა შეუშალა.
„ეს ყველაფერი მათ დაიწყეს. ყველა ობიექტზე [დარტყმები] მათ დაიწყეს. ეს რა, სათამაშოა? ეს თამაშია? შესაბამისად, მათ უნდა იგრძნონ რუსეთის საპასუხო დარტყმები“, - განუცხადა პუტინმა ჟურნალისტებს.





