დავით სონღულაშვილი: რაზე ვმსჯელობთ, ყურძენი ხარისხიანი უნდა იყოს, თუ არა და ამაზე მიდის პროტესტი?! თუ გვინდა, რომ ხარისხიანი ღვინო გვქონდეს, ყურძენი უნდა იყოს ხარისხიანი
ეკონომიკა

დავით სონღულაშვილი
ფოტო: იმედი/კადრი
რაზე ვმსჯელობთ, ყურძენი ხარისხიანი უნდა იყოს, თუ არა და ამაზე მიდის პროტესტი?! ხომ აბსურდზე დავდივართ, საბოლოო ჯამში?! - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.
მისი თქმით, ვენახში იბადება ღვინო და არა - ყურძნის ჩაბარების პროცესში.
„რიგმა პოლიტიკურმა ძალებმა მოსავლის ხარისხობრივად დაყოფაზე გააკეთეს საკითხის პროვოცირება, რაც არაფერ შუაში იყო არსებულ რეალობასთან. დაყოფამ თავის თავში რაღაც კითხვები გააჩინა. რაზე ვმსჯელობთ, ყურძენი ხარისხიანი უნდა იყოს, თუ არა და ამაზე მიდის პროტესტი?! ხომ აბსურდზე დავდივართ, საბოლოო ჯამში?! თუ გვინდა, რომ ხარისხიანი ღვინო გვქონდეს, ყურძენი უნდა იყოს ხარისხიანი. ვენახში იბადება ღვინო და არა - ყურძნის ჩაბარების პროცესში“, - აღნიშნა სონღულაშვილმა.





