მარიამ ქვრივიშვილი „არქი გრანდ ავენიუს“ განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაციაზე: სწორედ ეს არის მშვიდობაზე, სტაბილურობასა და შედეგზე ორიენტირებული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი - პოლიტიკის, რომელიც საქართველოს ეკონომიკურ გაძლიერებასა და ჩვენი საზოგადოების კეთილდღეობის ზრდას ემსახურება
ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი
ფოტო: ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ბოლო პერიოდში, საქართველოში არაერთი მასშტაბური საინვესტიციო და დეველოპერული პროექტი დაიწყო, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა „არქი გრანდ ავენიუს“ განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.
მინისტრმა აღნიშნა, რომ პროექტები განსხვავებულია, თუმცა მათ ერთი საერთო აქვთ - ისინი ასახავენ იმ ნდობას, რომელიც ინვესტორებსა და საერთაშორისო პარტნიორებს საქართველოს ეკონომიკის მიმართ აქვთ.
„სწორედ ეს არის მშვიდობაზე, სტაბილურობასა და შედეგზე ორიენტირებული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი - პოლიტიკის, რომელიც საქართველოს ეკონომიკურ გაძლიერებასა და ჩვენი საზოგადოების კეთილდღეობის ზრდას ემსახურება“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.





