თამარ იოსელიანი: საქართველოს ეკონომიკის ასეთი ზრდა დაკავშირებულია იმ სტაბილურ გარემოსთან, ასევე, მაკროეკონომიკურ სტაბილურობასთან და ეკონომიკის დივერსიფიცირებასთან, რასაც ჩვენი ქვეყანა ახორციელებს. შესაბამისად, მაჩვენებლებიც ძალიან მზარდია, ტენდენციაც დადებითია
ეკონომიკა

თამარ იოსელიანი
ვიდეო/კადრი
საქართველოს ეკონომიკის ასეთი ზრდა დაკავშირებულია იმ სტაბილურ გარემოსთან, ასევე, მაკროეკონომიკურ სტაბილურობასთან და ეკონომიკის დივერსიფიცირებასთან, რასაც ჩვენი ქვეყანა ახორციელებს. შესაბამისად, მაჩვენებლებიც ძალიან მზარდია, ტენდენციაც დადებითია, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა.
მისი თქმით, 7,6% არის ეკონომიკური ზრდა.
„გამოსაყოფია მიმართულებები, რა იწვევს ამას - მრეწველობა, დასაწყობების, ტრანსპორტის მიმართულება მნიშვნელოვანი ფაქტორია აღნიშნული ეკონომიკური ზრდის და უნდა ითქვას, რომ ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორს აქვს თავისი წვლილი ამ მიმართულებით. მშპ-ში ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორს დაახლოებით 6% უკავია და აქვე გამოვყოფდი 2026 წლის პირველ ნახევარს, სადაც 19%-იანი ზრდა გვიფიქსირდება, რაც დადებითი ტენდენციაა ამ მიმართულებით და აქედან გამომდინარეა სახელმწიფოს პოლიტიკა, რომელსაც ახორციელებს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორში და ის პროექტები, რომელსაც ვახორციელებთ იმისთვის, რომ „შუა დერეფნის“ მიმართულებითაც ჩვენი როლი უფრო გავაძლიეროთ და აზიასა და ევროპას შორის სატრანსპორტო მიმართულებით შესაბამისი როლი ვითამაშოთ“, - განაცხადა თამარ იოსელიანმა.





