დავით სონღულაშვილი: ვისაც 30 თეთრად ჩასაბარებელი ყურძენი აქვს, უნდა დაფიქრდეს, აქვს თუ არა უფლება, რომ ვენახს მოუაროს. კეთილსინდისიერ მევენახეს ვერ ექნება ისეთი მოსავალი, რომ 30 თეთრად ჩააბაროს
ეკონომიკა

დავით სონღულაშვილი
ფოტო: იმედი/ვიდეოკადრი
ვისაც 30 თეთრად ჩასაბარებელი ყურძენი აქვს, უნდა დაფიქრდეს, აქვს თუ არა უფლება, რომ ვენახს მოუაროს. კეთილსინდისიერ მევენახეს ვერ ექნება ისეთი მოსავალი, რომ 30 თეთრად ჩააბაროს, - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.
მისი თქმით, თითოეულმა მევენახემ იცის რას ნიშნავს საშუალო ხარისხის ყურძენი, რა არის უმაღლესი ხარისხის.
„ვისაც 30 თეთრად ჩასაბარებელი ყურძენი აქვს, უნდა დაფიქრდეს, აქვს თუ არა უფლება, რომ ვენახს მოუაროს. კეთილსინდისიერ მევენახეს ვერ ექნება ისეთი მოსავალი, რომ 30 თეთრად ჩააბაროს. ან არასწორ ადგილას აქვს გაშენებული, ან არასწორი ნერგი, ან იმდენად დატვირთვით ვაზი და დიდი მოსავალი მიაღებინა, რომ არ შეიძლება.
რა თქმა უნდა, მეტი უნდა ღირდეს და ისეთი შრომა სჭირდება ვენახს, რომელიც წარმოუდგენელია. ზუსტად ვიცი თითოეული პროცესი და მომენტი, რამხელა დატვირთვას და ფიზიკურ შრომას საჭიროებს. დარწმუნებული ვარ, თითოეულმა მევენახემ იცის რას ნიშნავს საშუალო ხარისხის ყურძენი, რა არის უმაღლესი ხარისხის. ამიტომ დავყავით ხარისხებად და მოტივაცია გავაჩინეთ, რომ რაც შეიძლება მაღალი ხარისხის ყურძენი მოიყვანონ“, - აღნიშნა სონღულაშვილმა.





