კობა გვენეტაძე: ჩვენი კონტრიბუცია არის ის, რომ ფინანსურმა სისტემამ შეძლოს მუშაობის გაგრძელება
ეკონომიკა

კობა გვენეტაძე
ფოტო: არქივი
ჩვენი კონტრიბუცია არის ის, რომ ფინანსურმა სისტემამ შეძლოს მუშაობის გაგრძელება-ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.
კობა გვენეტაძემ კომერციული ბანკების მიერ კლინეტებისთვის 3 თვის გადასახადის გადავადების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„წარმოიდგინეთ, 3 თვის განმავლობაში ისინი თითქმის არაფერს არ იღებენ: თანხები, რომელიც მათ ეკონომიკაში უნდა დააბრუნონ, არ არის. ამ შემთხვევაში ჩვენი მთავარი მოვალეობაა, რომ ეკონომიკაში ამ თანხის ნაკადი არ შეწყდეს. როგორც კი ეს შეწყდება, უკვე ძალიან ცუდის მომასწავებელი იქნება. ეს ნიშნავს, რომ კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდება. აქედან გამომდინარე, ჩვენ საერთაშორისო სტანდარტებისა და პრაქტიკის შესაბამისად, ვიყენებთ სხვადასხვა სახსრებს. ამ წუთში დოლარი ლიკვიდობა საკმაოდ ბევრი აქვთ ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, მაგრამ მათ ახლა აკლიათ ლარის ლიკვიდობა, რადგანაც ბევრი სესხი ლარში გაიცემა და ლარის ფასი გაზრდილია“- განაცხადა კობა გვენატაძემ.





