რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება. მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე დედაქალაქის მერი გაეცნო. ამ ეტაპზე იგება ასფალტის საფარის ზედა ფენები და ეწყობა ტროტუარები. დასრულებულია გარე განათების ლამპიონების მონტაჟი, ასევე მოწყობილია საფეხმავლო კუნძულები და გზაგამყოფები. უახლოეს პერიოდში დამონტაჟდება შუქნიშნებიც. დასკვნით ეტაპზეა მიწისქვეშა გადასასვლელების რეაბილიტაციაც. პარალელურად, აქტიურად მიმდინარეობს გამწვანების სამუშაოები. რეაბილიტაცია თვის ბოლოს დასრულდება, რის შემდეგაც რუსთაველის გამზირზე საავტომობილო და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგება


















