ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაილაშში მეწყრული პროცესები განვითარდა
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაილაშში მეწყრული პროცესები განვითარდა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შესაბამისი სამსახურების მიერ განხორციელდა სტიქიის ზონიდან მოსახლეობის უსაფრთხოდ გაყვანა. დაზიანებულია 17 საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამო ნაკვეთი. სააგენტოს სპეციალისტების მიერ მიმდინარეობს მიმდებარე ტერიტორიის შეფასება. ადგილზე, უსაფრთხოების მიზნით იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები


















