ზურაბაშვილისა და გალუზინის შეხვედრას და განხილულ საკითხებს ეხმიანება პრემიერ-მინისტრი
ზურაბაშვილისა და გალუზინის შეხვედრას და განხილულ საკითხებს ეხმიანება პრემიერ-მინისტრი. ირაკლი კობახიძე ზოგადად დიალოგის შენარჩუნების მნიშვნელობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ეს დიალოგი უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ პრინციპებს. პრემიერი ამბობს, რომ პოლიტიკა იცვლება, მაგრამ ხალხი რჩება ხალხად. რაც შეეხება ქართულ-რუსულ ურთიერთობებს, მთავრობის მეთაურის შეფასებით, მდგომარეობა არის ურთულესი, გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთის ფედერაციას ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ის იზიარებს სპეცწარმომადგენლის, გიორგი ზურაბაშვილის შეფასებას და სრულიად აბსურდულია საბაბი, რომლითაც რუსეთმა შვიდი კომპანია შეიყვანა სანქციების სიაში


















