ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა. ევროდეპუტატთა ნაწილი ხელისუფლების დასანქცირებას და იმ პატიმრების გათავისუფლებას ითხოვს, რომელთა უმრავლესობამ ბრალი თავად აღიარა. ისინი მხარდაჭერას უცხადებენ პრეზიდენტის სასახლის შტურმის საქმეზე მსჯავრდებულ პაატა ბურჭულაძეს. რეზოლუციას აბსურდულს უწოდებს ოფიციალური თბილისი. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ რეზოლუცია უსამართლო დამოკიდებულების მორიგი დადასტურებაა. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, დღევანდელი რეზოლუციით ბრიუსელმა დაადასტურა, რომ ის არის 2025 წლის ოთხ ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმის მხარდამჭერი და მფარველი


















