უკან26 ნოემბერი 2026, 11:56
საბერძნეთში საჯარო და კერძო სექტორის ათასობით თანამშრომლის გაფიცვამ ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხება გამოიწვია
საბერძნეთში საჯარო და კერძო სექტორის ათასობით თანამშრომლის გაფიცვამ ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხება გამოიწვია. აქციის მონაწილეები ხელფასების გაზრდას და საჯარო მომსახურების გაუმჯობესებას მოითხოვენ. ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე გაფიცვას მეზღვაურები, ტრანსპორტისა და ტელეკომუნიკაციების თანამშრომლები შეუერთდნენ. ათენში შეჩერებული იყო მეტროს მუშაობა. შეფერხდა ავიამიმოსვლაც.
გაზიარება













