პოლონელი ევროპარლამენტარი ევროკავშირის 2028-2034 წლების ბიუჯეტის პროექტს პოლონეთის ინტერესებთან შეუსაბამოს უწოდებს
პოლონელი ევროპარლამენტარი ევროკავშირის 2028-2034 წლების ბიუჯეტის პროექტს პოლონეთის ინტერესებთან შეუსაბამოს უწოდებს. ევა ზაიონჩკოვსკა-ჰერნიკი უკრაინისთვის 100 მილიარდი ევროს გამოყოფასა და ევროკავშირის ბიუჯეტის შემოსავლების გაზრდის მიზნით შეთავაზებულ ახალ ფინანსურ მექანიზმებს ეწინააღმდეგება. „გერმანია მოითხოვს დაფინანსების საკითხზე სხვა ქვეყნებისთვის ვეტოს უფლების გაუქმებას, რათა მომავალ წლებში ევროკავშირმა ყველა ჩვენგანის ხარჯზე უკრაინას იმდენი თანხა გამოუყოს, რამდენიც მოესურვება. ყველაფერი დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს, რადგან ევროპელ ბიუროკრატებს სურთ, ეს საფრანგეთსა და პოლონეთში მნიშვნელოვანი არჩევნების ჩატარებამდე მოასწრონ“, – წერს ევროპარლამენტარი.













