„იგლ ჰილსის“ განაშენიანების კონცეფციის საჯარო განხილვა დღის პირველ საათზე, გარდაბნის კულტურის ცენტრში გაიმართება
„იგლ ჰილსის“ განაშენიანების კონცეფციის საჯარო განხილვა დღის პირველ საათზე, გარდაბნის კულტურის ცენტრში გაიმართება. კონცეფცია თბილისისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების ტერიტორიების ნაწილს მოიცავს. შეხვედრაზე დაინტერესებულებს გააცნობენ, როგორ იგეგმება ამ ტერიტორიის განვითარება და რა ინფრასტრუქტურის, საზოგადოებრივი და დასასვენებელი სივრცეების მოწყობაა გათვალისწინებული. მონაწილეებს კითხვების დასმისა და რეკომენდაციების წარდგენის საშუალება ექნებათ. გეგმას, „იგლ ჰილს საქართველო“ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს ტექნიკური დავალების საფუძველზე ამუშავებს.













