საქართველო და ჩინეთი ენერგეტიკული თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივას დადებითად აფასებენ
საქართველო და ჩინეთი ენერგეტიკული თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივას დადებითად აფასებენ. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა ჩინეთის ქალაქ ცინგტაოში, „სარტყელისა და გზის“ მეოთხე ენერგეტიკული მინისტერიალის გახსნაზე განაცხადა. მარიამ ქვრივიშვილის თქმით, თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობა, პირველ რიგში, განახლებადი ენერგიის, ენერგიის დაგროვებისა და თანამედროვე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მიმართულებით არსებობს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველო რეგიონში პირველი შეუერთდა „სარტყელისა და გზის“ ინიციატივას და მის მხარდაჭერას აგრძელებს. ვიცე-პრემიერის თქმით, საქართველოსა და ჩინეთის ურთიერთობები ეკონომიკური ჩართულობის გასაფართოებლად, მნიშვნელოვან საფუძველს იძლევა













