ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. პორტი, რომელიც მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს სატრანსპორტო პოტენციალს, პირველ გემს 2029 წელს მიიღებს. ამ ეტაპზე კი ნავსადგურში ტალღ-მტეხის მშენებლობა მიმდინარეობს, პროცესმა ხმელეთიდან ზღვის აკვატორიაში გადაინაცვლა. პარალელურად „საქართველოს რკინიგზამ“ პორტის სარკინიგზო ქსელთან დამაკავშირებელი ახალი, თითქმის თვრამეტკილომეტრიანი ხაზის მშენებლობაზე საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა.













