საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა პროკურატურის მიერ მოპოვებული მტკიცებულებებისა და სასამართლო გადაწყვეტილებების ეჭვქვეშ დაყენება სცადეს
საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა პროკურატურის მიერ მოპოვებული მტკიცებულებებისა და სასამართლო გადაწყვეტილებების ეჭვქვეშ დაყენება სცადეს. პოლემიკა შეეხო როგორც მოქალაქეებისთვის დაბრუნებული ქონების მასშტაბურ სტატისტიკასა და გახმაურებულ სპეცოპერაციებს, ისე ომის თემას, სადაც ოპოზიციის წევრებმა „ისკანდერის“ ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციის ხელისუფლებისთვის დამალვა აღიარეს. პროცესის მეორე ნაწილში საკუთარი არგუმენტები „კოალიცია ცვლილებების“ წარმომადგენლებმა წარადგინეს, რომლებმაც მთავარი აქცენტი პარტიის დაფუძნების დროსა და ხელისუფლების ლეგიტიმაციის არაღიარების საკითხზე გააკეთეს.













