სუროგაციის აკრძალვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება კვლავ დისკუსიის საგანია
სუროგაციის აკრძალვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება კვლავ დისკუსიის საგანია. პრემიერ-მინისტრის განმარტებით, სექტორის ეკონომიკური წილის მიუხედავად, მთავრობამ გადამწყვეტი უპირატესობა ეროვნულ და ზნეობრივ ინტერესებს მიანიჭა. ინიციატივას მხარს უჭერს საპატრიარქოც, სადაც სფეროს უკონტროლობის გამო დედებისა და ქვეყნიდან გაყვანილი ბავშვების უფლებების დაცვის აუცილებლობაზე საუბრობენ. მსგავსი შეზღუდვები აპრობირებულია საერთაშორისო დონეზეც ევროკავშირის თხუთმეტ სახელმწიფოსა და მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში სუროგაცია მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებშია მოქცეული ან აკრძალულია, თუმცა ოპოზიცია მიღებულ ნაბიჯს კრიტიკულად აფასებს.













