„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პერიოდში ჩადენილ ერთ-ერთ ყველაზე მძიმე დანაშაულზე კითხვები საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე სწორედ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დასვა
„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პერიოდში ჩადენილ ერთ-ერთ ყველაზე მძიმე დანაშაულზე კითხვები საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე სწორედ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დასვა. საუბარია სერგო თეთრაძის საქმეზე. მოპასუხის კითხვებს მოსარჩელემ კონკრეტული ფაქტები დაუპირისპირა, მათ შორის წამების ამსახველი ფოტოსურათები. სერგო თეთრაძის ოჯახის წევრებისთვის ანა წითლიძის განცხადება ცინიზმია, მმართელი გუნდში კი ამბობენ, რომ დღვანდელ სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ სახე კიდევ ერთხელ და ნათლად გამოჩნდა.













