საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტით ფილიპინების დედაქალაქ მანილაში იმყოფება
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტით ფილიპინების დედაქალაქ მანილაში იმყოფება. ნიკოლოზ სამხარაძე ასე-ანის ქვეყნების საპარლამენტთაშორისო ასამბლეის გენერალურ სესიაზე სიტყვით გამოვიდა. დეპუტატმა ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და ასამბლეას შორის თანამშრომლობაზე. ნიკოლოზ სამხარაძემ ისაუბრა საერთაშორისო უსაფრთხოების გამოწვევებზე, ასევე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. განაცხადა, რომ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. მან ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს მაღალ პოზიციებზე.









