განათლება, მეცნიერება, ტექნოლოგიები, კულტურა და ტურიზმი იმ სფეროების არასრული ჩამონათვალია, რომელშიც საქართველო და ჩინეთი ურთიერთობების გაღრმავებისთვის მზად არიან
განათლება, მეცნიერება, ტექნოლოგიები, კულტურა და ტურიზმი იმ სფეროების არასრული ჩამონათვალია, რომელშიც საქართველო და ჩინეთი ურთიერთობების გაღრმავებისთვის მზად არიან. ჩინეთის საელჩოს დროებით საქმეთა რწმუნებულმა დღეს პრესკონფერენცია გამართა, ისაუბრა ორი ქვეყნის პარტნიორობის შესახებ და განაცხადა, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონში საქართველო ჩინეთის პირველი სტრატეგიული პარტნიორია. მან აქცენტი გააკეთა პოლიტიკურ და ეკონომიკურ კავშირებზე, რომელიც ორ ქვეყანას შორის ვითარდება. ანაკლიის პორტში ჩინური კომპანიების მონაწილეობასთან დაკავშირებულ კითხვაზე პასუხად საქართველოში ჩინეთის საელჩოს დროებით საქმეთა რწმუნებულმა ჩინეთის მთავრობის პოზიციაზე გაამახვილა ყურადღება.









