უკან18 ნოემბერი 2026, 17:04
პარლამენტის თავმჯდომარე ვეტინგის არსზე საუბრობს და აცხადებს, რომ ვეტინგი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შეზღუდვაა
პარლამენტის თავმჯდომარე ვეტინგის არსზე საუბრობს და აცხადებს, რომ ვეტინგი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შეზღუდვაა. პირველი კანონმდებლის თქმით საქართველოს შემთხვევაში ბრიუსელის მოთხოვნაში პირდაპირ წერია, რომ მართლმსაჯულების სისტემის მაღალი თანამდებობის პირების შერჩევასა და დანიშვნაში გადამწყვეტ როლს უცხოელები შეასრულებდნენ. ამ განცხადებით შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა მონტენეგროში მიმდინარე პროცესებს, სადაც პრემიერობისა და მინისტრობის კანდიდატების მიმართ კეთილსინდისიერების შემოწმებას ითხოვენ.
გაზიარება









