ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა. ორი ქვეყნის მინისტრებმა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. აღინიშნა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის წარმატებულ პარტნიორობას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობის ეკონომიკური, ენერგეტიკული და სატრანსპორტო პროექტების განვითარებაში. ყურადღება დაეთმო შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის ამაღლებასა და რეგიონული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას.









