ევროპის ქვეყნებში ისევ საპროტესტო აქციებია
ევროპის ქვეყნებში ისევ საპროტესტო აქციებია. ხელფასის ზრდის და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების მოთხოვნით, საფრანგეთის ქუჩებში დემონსტრაციები იმართება. პროტესტში ჩარტული არიან პროფკავშირები, საჯარო სექტორის თანამშრომლები, სტუნდენტები, მოსწავლეები და მოძრაობა „ყვითელი ჟილეტების“ წარმომადგენლები. საპროტესტო გამოსვლებია ბელგიაშიც. პროტესტის ორგანიზატორი ფრანგულენოვანი სტუდენტური ფედერაციაა. უწყვეტი პროტესტი გრძელდება პორტუგალიასა და გერმანიაშიც.













