ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანში. მარიამ ქვრივიშვილი პრეზიდენტ ალიევს უკვე შეხვდა
ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანში. მარიამ ქვრივიშვილი პრეზიდენტ ალიევს უკვე შეხვდა. მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიულ პარტნიორობასა და ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს. ასევე განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირები, მიმდინარე ერთობლივი პროექტები და რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა დაკავშირებადობის გაძლიერებისა და რეგიონის სატრანსპორტო, ლოგისტიკური და ენერგეტიკული პოტენციალის მაქსიმალურად ათვისების მნიშვნელობას.










