ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები საგარეო ჩარევების პრევენციისა და შიდა პოლიტიკური პროცესების დაცვის მიზნით საკანონმდებლო რეგულაციებს ამკაცრებენ
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები საგარეო ჩარევების პრევენციისა და შიდა პოლიტიკური პროცესების დაცვის მიზნით საკანონმდებლო რეგულაციებს ამკაცრებენ. ამჯერად სლოვენიაში ინიცირებული ახალი პროექტის თანახმად, ნებისმიერ იურიდიულ პირს, რომელიც ბოლო 5 წლის განმავლობაში უცხოური წყაროებიდან, მათ შორის ევროპული ფონდებიდან ფინანსდებოდა, საარჩევნო და სარეფერენდუმო კამპანიებში მონაწილეობა ეკრძალება. თბილისში აცხადებენ, რომ ევროპული ქვეყნების ეს ნაბიჯები სრულად ადასტურებს საქართველოში მიღებული გამჭვირვალობის კანონის აუცილებლობას.













