საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა პრინციპული პოზიცია ე.წ ვეტინგის სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციის მხრიდან მორიგი პოლიტიკური თავდასხმის მიზეზი გახდა
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა პრინციპული პოზიცია ე.წ ვეტინგის სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციის მხრიდან მორიგი პოლიტიკური თავდასხმის მიზეზი გახდა. ხატია დეკანოიძე მართლმსაჯულების წარმომადგენლებს მწვავედ აკრიტიკებს და უცხოელი ექსპერტების ნაცვლად, ამჯერად 60 მოსამართლის კეთილსინდისიერების შემოწმებას ოპოზიციის ნდობით აღჭურვილი ქართველი იურისტების მეშვეობით ითხოვს. მმართველ გუნდში ამ ინიციატივას სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის ხელყოფის მცდელობად და საკონსტიტუციო პროცესის ფონზე შეცვლილ პოლიტიკურ მანევრად მიიჩნევენ.













