ქართული კულტურა და მუსიკალური საზოგადოება ნუნუ დუღაშვილს ემშვიდობება - ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე 93 წლის იყო
ქართული კულტურა და მუსიკალური საზოგადოება ნუნუ დუღაშვილს ემშვიდობება - ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე 93 წლის იყო. ათწლეულების განმავლობაში მის მიერ შექმნილი კინომუსიკა, ინსტრუმენტული კომპოზიციები თუ პოპულარული სიმღერები მსმენელისთვის განსაკუთრებით ახლობელი გახდა. ღირსების ორდენის კავალერმა და დედაქალაქის საპატიო მოქალაქემ მრავალწლიანი მოღვაწეობით ქართული მუსიკალური ხელოვნების ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი დაიმკვიდრა














