თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა
თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა. სვიმონ ჯანგულაშვილის დირიჟორობით თეატრის ორკესტრმა და საოპერო მომღერლებმა, იოჰან სებასტიან ბახის არია და ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის რეკვიემი შეასრულეს. კონცერტისთვის გაერთიანდნენ აფხაზეთის კაპელა, გორის ქალთა და სამების კათედრალის საპატრიარქო კამერული გუნდები














