კონფლიქტების პრევენციის მექანიზმები, რეგიონული სტაბილურობა და სახელმწიფოთაშორისი კავშირების განვითარება დღეს განხილვის მთავარი თემები იყო საერთაშორისო ფორუმზე, რომელიც ნეიტრალიტეტის საკითხებს ეძღვნება
კონფლიქტების პრევენციის მექანიზმები, რეგიონული სტაბილურობა და სახელმწიფოთაშორისი კავშირების განვითარება დღეს განხილვის მთავარი თემები იყო საერთაშორისო ფორუმზე, რომელიც ნეიტრალიტეტის საკითხებს ეძღვნება. დისკუსიის მონაწილეებმა შეაფასეს ოფიციალური თბილისის ზომიერი და მდგრადი პოლიტიკური კურსის მნიშვნელობა სამეზობლოში მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და ეკონომიკური პარტნიორობის განსამტკიცებლად. ორდღიანი ფორუმი, რომელიც სამომავლოდ რეგულარულ, ყოველწლიურ ფორმატში ჩატარდება, ხვალ დაიხურება














