30 წელი გავიდა, ხონისა და სამტრედიის ეპარქიის დაარსებიდან
30 წელი გავიდა, ხონისა და სამტრედიის ეპარქიის დაარსებიდან. კათოლიკოს პატრიარქმა, ლიტურგია, მღვდელმთავრებთან ერთად, სამტრედიის დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარში აღავლინა, რომელიც 15 წლის წინ იკურთხა. ქადაგებისას პატრიარქმა ეპარქია და მრევლი დალოცა. ასევე დააჯილდოვა მღვდელმსახურები. დღესვე გაიხსნება, ფილიმონ ქორიძის სახელობის სალოტბარო სკოლა, შემდეგ კი უწმინდესი და უნეტარესი, ესტუმრება ხონს, სადაც საზეიმო ღონისძიებაა დაგეგმილი















