აჭარაში ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა, რომელიც ფერმერებს მოსავლის რეალიზაციასა და ექსპორტში დაეხმარება
აჭარაში ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა, რომელიც ფერმერებს მოსავლის რეალიზაციასა და ექსპორტში დაეხმარება. არასტანდარტული მანდარინის ჩაბარების შემთხვევაში ფერმერები კილოგრამზე 40 თეთრს მიიღებენ, საიდანაც 35 თეთრი სახელმწიფო სუბსიდიაა. წელს რეგიონში 40 ათას ტონაზე მეტ ციტრუსს ელოდებიან. შტაბი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან და რეგიონის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრთან ერთად გახსნა.















