2025 წლის, 4 ოქტომბრის, ხელისუფლების ვერშემდგარი დამხობის მცდელობის საქმეზე, სასამართლომ ზურაბ ჭავჭანიძისა და ანტონ ვარდანიძის საპროცესო შეთანხმება დაამტკიცა
2025 წლის, 4 ოქტომბრის, ხელისუფლების ვერშემდგარი დამხობის მცდელობის საქმეზე, სასამართლომ ზურაბ ჭავჭანიძისა და ანტონ ვარდანიძის საპროცესო შეთანხმება დაამტკიცა. მათ დანაშაული აღიარეს და საპატიმროს რამდენიმე დღეში დატოვებენ. რაც შეეხება სხვა დაკავებულებს, სააპელაციო სასამართლომ ალექსანდრე ჩილაჩავას, გენადი კუპრეიშვილის, სულხან ტუღუშის ვლადიმერ გველესიანის, რამაზ მამულაძეს, ამირან დოლიშვილის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში უცვლელად დატოვა.















