შინაგან საქმეთა სამინისტროს, გენერალური ინსპექციის დეპარტამენტმა, თაღლითობის ბრალდებით ადვოკატი დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს, გენერალური ინსპექციის დეპარტამენტმა, თაღლითობის ბრალდებით ადვოკატი დააკავა. კომპლექსური ღონისძიებების, მათ შორის, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ადვოკატმა მისი დაცვის ქვეშ მყოფი მსჯავრდებულის დას მოტყუებით მოსთხოვა 10 000 ლარი. ბრალდებული ქალს დაჰპირდა, რომ ამ თანხას შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს გადასცემდა, რომლებიც ფულის სანაცვლოდ მისი ძმის საქმეზე საპროცესო შეთანხმების გაფორმების საკითხს მოაგვარებდნენ. ასევე ბრალდებულმა მსჯავრდებულის დას დამატებით ასი ათასი ლარი მოსთხოვა და მოატყუა, თითქოს ამ თანხიდან 40 000 ლარი პროკურატურისთვის უნდა გადაეცა, რის სანაცვლოდაც საპროცესო შეთანხმება უკეთესი პირობებით გაფორმდებოდა, ხოლო დარჩენილი 60 000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა ჩარიცხულიყო. მსჯავრდებულის ოჯახის წევრმა ადვოკატს საკითხის მოსაგვარებლად 10 000 ლარი გადასცა. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს










