კახეთის პოლიციის დეპარტამენტმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი ადამიანი დააკავა
კახეთის პოლიციის დეპარტამენტმა, ჯგუფურად ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირების ფაქტებზე, სხვადასხვა დროს სამი ადამიანი დააკავა. ბრალდებულების პირადი, ავტომობილის, საცხოვრებელი სახლის ეზოს და დროებით სარგებლობაში არსებული ფერმის ჩხრეკისას, ამოღებულია ნარკოტიკები, მათ შორის, „მარიხუანა“ და მცენარე „კანაფი“. ასევე, ამოღებულია ნარკოტიკების დასაფასოებლად საჭირო მასალები. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.










