ჯანდაცვის მინისტრი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის 76-ე სესიის ფარგლებში გამართულ გენერალურ დისკუსიაზე სიტყვით გამოვიდა
ჯანდაცვის მინისტრი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის 76-ე სესიის ფარგლებში გამართულ გენერალურ დისკუსიაზე სიტყვით გამოვიდა. მიხეილ სარჯველაძემ საქართველოში მიმდინარე რეფორმებსა და მიღწეულ შედეგებზე ილაპარაკა. მინისტრმა, ჯანდაცვის სისტემის განვითარების ძირითად პრიორიტეტებად პირველადი ჯანდაცვის გაძლიერება, არაგადამდები დაავადებების პრევენცია და მართვა, ციფრული ჯანდაცვის განვითარება და გადამდები დაავადებების აღმოფხვრის მიმართულებით მუშაობის გაგრძელება დაასახელა. მიხეილ სარჯველაძემ მონაწილეობა მიიღო პირველადი ჯანდაცვის საკითხებზე გამართულ მაღალი დონის შეხვედრაშიც.










