აშშ-ის ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის ხელშეწყობის მიზნით, ამერიკელი სომელიეების, ჰორეკა სექტორისა და მედიის წარმომადგენლებისგან შემდგარი ჯგუფი საქართველოს სტუმრობდა
აშშ-ის ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის ხელშეწყობის მიზნით, ამერიკელი სომელიეების, ჰორეკა სექტორისა და მედიის წარმომადგენლებისგან შემდგარი ჯგუფი საქართველოს სტუმრობდა. ვიზიტის ფარგლებში სტუმრები ქართლისა და კახეთის ღვინის მწარმოებელ კომპანიებსა და მარნებს ეწვივნენ, დააგემოვნეს კლასიკური და ტრადიციული მეთოდებით დამზადებული ღვინოები და გაეცნენ ქართული ღვინის ისტორიასა და კულტურას. ვიზიტი ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ამერიკული მარკეტინგული კომპანიის ორგანიზებით გაიმართა. ამერიკა, ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული საექსპორტო ბაზარია













