ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში დევნილი ოჯახების მონიტორინგის პროცესი იწყება
ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში დევნილი ოჯახების მონიტორინგის პროცესი იწყება. საწყის ეტაპზე, განაცხადების მიღების პირველ დღეს შესული დოკუმენტაცია დამუშავდა და გადამოწმების მიზნით დევნილთა სააგენტოს მონიტორინგის სამსახურს გადაეცა. დღეიდან, მონიტორინგის ჯგუფები მუშაობას, მთელი ქვეყნის მასშტაბით, იწყებენ. მასალა კი გადაწყვეტილების მისაღებად დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას გადაეცემა, რის შემდეგაც კომპენსაციების გაცემის ეტაპი დაიწყება. პარალელურ რეჟიმში, პროგრამაში ჩართვის მსურველი დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება, 2 ნოემბრის ჩათვლით, გრძელდება. წელს დევნილთა ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფისთვის 58 მილიონი ლარია გამოყოფილი. მომდევნო წელს პროგრამა კიდევ უფრო აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება













