საქართველოს რკინიგზამ თბილისი ცენტრალის რეაბილიტაცია დაიწყო
საქართველოს რკინიგზამ თბილისი ცენტრალის რეაბილიტაცია დაიწყო. ბაქნების დემონტაჟი ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უკვე დაიწყო. მოეწყობა უფრო მაღალი თანამედროვე ტიპის ბაქნები. რეაბილიტაცია მიწისქვეშა გადასასვლელის, ასევე ცენტრალის შენობიდან ბაქანზე ჩამოსასვლელი კიბის გაუქმებას ითვალისწინებს. პროექტის მიხედვით, საფეხმავლო კიბის ნაცვლად, სადგურზე 4 ახალი ესკალატორი დამონტაჟდება. განახლდება მგზავრების მოსაცდელი კუთხეები. სახანძრო მაშუქი მოწყობილობები და საავარიო განათებაც დამონტაჟდება. საქართველოს რკინიგზა თბილისი ცენტრალის სარემონტო სამუშაოების დასრულებას 2027 წლის შემოდგომაზე გეგმავს













