გენერალური პროკურორი ანტალიაში ბალკანეთის ქვეყნების გენერალური პროკურორების სამუშაო ფორუმში მონაწილეობს
გენერალური პროკურორი ანტალიაში ბალკანეთის ქვეყნების გენერალური პროკურორების სამუშაო ფორუმში მონაწილეობს. გიორგი გვარაკიძემ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას პროკურატურის საერთაშორისო გამოცდილებაზე ილაპარაკა, დელეგაციის წევრებმა კი ტერორიზმის დაფინანსებისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის, ასევე დანაშაულებრივი შემოსავლების კონფისკაციის შესახებ პრეზენტაცია წარადგინეს. ფორუმის ფარგლებში გიორგი გვარაკიძე სხვადასხვა ქვეყნის გენერალურ პროკურორებთან ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს. ანტალიაში ფორუმს საქართველოს პროკურატურის დელეგაცია სპეციალური მიწვევით, სტუმრის სტატუსით ესწრება













