ილონ მასკმა უკრაინის სამხედრო ძალები სტარლინკის გამოყენების პირობების დარღვევაში დაადანაშაულა
ილონ მასკმა უკრაინის სამხედრო ძალები სტარლინკის გამოყენების პირობების დარღვევაში დაადანაშაულა. სისტემების მფლობელმა განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რა კიევმა სატელიტური სისტემისა და მისი სამხედრო ვერსიის სტარშილდის ფუნქციონირების სრულად აღდგენის შესახებ გამოაცხადა. მასკი აღნიშნავს, რომ უკრაინა სატელიტურ სისტემას რუსეთის ტერიტორიაზე შეტევით ოპერაციებისთვის იყენებდა, რასაც ადამიანების სიკვდილი მოჰყვა.













