უკან25 ოქტომბერი 2026, 14:11
„ჩვენი ჯარი“ გრძელდება
„ჩვენი ჯარი“ გრძელდება. თავდაცვის სამინისტროს პროექტის ფარგლებში, ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები თელავის პირველ საჯარო სკოლას ესტუმრნენ და უფროსკლასელებს თავდაცვის ძალების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. მოსწავლეები გაეცნენ ისტორიასა და სტრუქტურას, სამხედრო წოდებებს, საერთაშორისო მისიებს, სამხედრო განათლებისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობებს. ასევე, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურს.
გაზიარება













