რუსეთმა ხარკოვს რეაქტიული დრონებით დაარტყა
რუსეთმა ხარკოვს რეაქტიული დრონებით დაარტყა. დაიღუპა ერთი ადამიანი, ოთხი კი დაშავდა. სამიზნეში ქალაქის ორი რაიონი მოექცა. იერიში თითქმის მთელი ღამე გრძელდებოდა. გამთენიისას საცხოვრებელ სახლზე თავდასხმა განხორციელდა ვინიცშიც. დაშავდა 6 მოქალაქე. მანამდე კი თავდასხმა მოხდა დნეპროპეტროვსკის ოლქზე. მრავალბინიანი სახლის მეოთხე სართულზე ხანძარი გაჩნდა. დაზიანდა აგრეთვე მაღაზია და ავტომობილები. 3 ადამიანი დაიღუპა, მინიმუმ 8 დაშავდა, მათ შორის 15 წლის მოზარდია.













