მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეები, ჩინეთის ქალაქ გუანჯოუში, საერთაშორისო სავაჭრო გამოფენის მეორე ფაზას დაესწრნენ
მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეები, ჩინეთის ქალაქ გუანჯოუში, საერთაშორისო სავაჭრო გამოფენის მეორე ფაზას დაესწრნენ. წარმოდგენილია თანამედროვე სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალები, სანტექნიკა, ავეჯი, ენერგოეფექტური საინჟინრო გადაწყვეტები, კერამიკული ნაწარმი და გარე სივრცეების მოწყობისა და გამწვანებისთვის საჭირო ინვენტარი. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები დეტალურად გაეცნენ სექტორის ინოვაციებსა და წარმოების უახლეს ტექნოლოგიებს. ასევე გაიმართა „ბი 2 ბი“ ფორმატის შეხვედრები წამყვან საერთაშორისო მწარმოებლებთან.













