ოქტომბრის ტრადიციული სახალხო ზეიმი წალენჯიხაში
ოქტომბრის ტრადიციული სახალხო ზეიმი წალენჯიხაში - ქალაქმა მუნიციპალიტეტის მთავარი დღესასწაული და დიდი ქართველი პოეტის, ტერენტი გრანელის სახელი გააერთიანა. კოლხური კულინარიული ტრადიციების გაცოცხლებასა და სანახაობრივ პროგრამასთან ერთად, დღევანდელი დღე განსაკუთრებული მადლიერების გამოხატვის თარიღიც იყო. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წევრებმა სპეციალური სტატუსითა და ჯილდოებით ის ადამიანები გამოარჩიეს, ვინც წალენჯიხის ყოველდღიურობასა და მომავალს ქმნის
















