თითქმის 2-თვიანი პატიმრობის შემდეგ, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე თამაზ ელიზბარაშვილმა საპატიმრო დატოვა
თითქმის 2-თვიანი პატიმრობის შემდეგ, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე თამაზ ელიზბარაშვილმა საპატიმრო დატოვა. ელიზბარაშვილმა დანაშაული აღიარა და მოინანია. მან სასამართლო პროცესზე თქვა, რომ დაზარალებულებს ნამდვილად დაემუქრა. საპროცესო შეთანხმების თანახმად, ელიზბარაშვილს ცხრა თვე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, რაც შეეცვალა პირობითად, ერთი წლის გამოსაცდელი ვადით, ასევე, დამატებით დაეკისრა ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ
















