მეორე დღეა საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის სარჩელს განიხილავს
მეორე დღეა საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის სარჩელს განიხილავს. სასამართლო პლენუმმა დღესაც მოპასუხე მხარის შუამდგომლობები მოისმინა, თუმცა არცერთი მათგანი სამართლებრივად დასაბუთებული არ იყო. ოპოზიციის ნაწილი მოწმეების დაკითხვას ითხოვს, თუმცა კონკრეტულ სახელებს და გვარებს ვერ ასახელებს, ნაწილი კი ეროვნულ სასამართლოს უნდობლობას უცხადებს და პროცესში სტრასბურგის სასამართლოს ჩართვას ითხოვს. კიდევ უფრო შორს წავიდა ლელო, რომელმაც განხილვაში ვენეციის კომისიის სამი ექსპერტის ჩართვა ითხოვა, რაც უკვე შეფასდა საელჩოებში დაწერილი სცენარის ნაწილად. სასამართლო სხდომების დაწყებამდე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები დიპლომატებს შეხვდნენ. გავრცელებული ინფორმაციით მათგან დახმარების დაპირებაც მიიღეს
















