ქვეყანაში მასშტაბური გარემოსდაცვითი და საგანმანათლებლო პროექტი იწყება, რომელიც მოსწავლეებში ადრეული ასაკიდან ეკოლოგიური პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად
ქვეყანაში მასშტაბური გარემოსდაცვითი და საგანმანათლებლო პროექტი იწყება, რომელიც მოსწავლეებში ადრეული ასაკიდან ეკოლოგიური პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული კამპანია „ჩემი პირველი ნერგი“ დღეიდან 9 ნოემბრამდე დედაქალაქსა და რეგიონებს მოიცავს. 41 ათასზე მეტი პირველკლასელი გამწვანების აქციაში ჩაერთვება. თითოეული დარგული ხე-მცენარე სპეციალურ ელექტრონულ ბაზაში აღირიცხება, რაც ბავშვებს საშუალებას მისცემს, საკუთარი ნერგის ზრდასა და მოვლას ონლაინ რეჟიმში დააკვირდეს
















