„ჩემი პირველი ნერგი“ - ამ პროგრამის ფარგლებში ადიგენის მუნიციპალიტეტში გამწვანების ღონისძიება გაიმართა
„ჩემი პირველი ნერგი“ - ამ პროგრამის ფარგლებში ადიგენის მუნიციპალიტეტში გამწვანების ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, დაბა ადიგენში, 9 აპრილის მემორიალის მიმდებარე ტერიტორიაზე, 5 სახეობის 150 ხე-მცენარე დაირგო. პროგრამა პრემიერ-მინისტრის განკარგულების საფუძველზე ხორციელდება და ქვეყნის მასშტაბით 41 ათასზე მეტი პირველ კლასელის ჩართულობას ითვალისწინებს















