ირაკლი კობახიძე საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
ირაკლი კობახიძე საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები განიხილეს. ელჩმა საქართველოს მთავრობის მეთაურს გადასცა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრემიერ-მინისტრის, დუბაის მმართველის, ოფიციალური მიწვევები გაეროს წყლის კონფერენციაზე, რომელიც აბუ-დაბიში გაიმართება, ასევე მსოფლიო მთავრობათა სამიტზე, რომელსაც დუბაი უმასპინძლებს















