დომენტი ჩუბინიძისთვის ბრალის წარდგენის პროცედურა მიმდინარეობს
დომენტი ჩუბინიძისთვის ბრალის წარდგენის პროცედურა მიმდინარეობს. მას მთავარი საგამოძიებო უწყება სამშობლოს ღალატს, კერძოდ საბოტაჟს ედავება. საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილის განცხადებით, გაზეთ „ასავალ-დასავალის“ წარმომადგენელი 2026 წლის თებერვლიდან სხვადასხვა მედიასაშუალების და სოციალური პლატფორმის გამოყენებით სისტემატურად ავრცელებდა ცრუ და დეზინფორმაციულ ცნობებს. ბექა კვიციანის თქმით, ჩუბინიძე გამოგონილ ფაქტებზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მეზობელ სახელმწიფოსთან გაფორმებული საიდუმლო ხელშეკრულებით აზერბაიჯანს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი გადასცა. პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს















